ნიკა გვარამია – უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით, 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული – დღეს ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების კონტურები გამოიკვეთა, რითაც კმაყოფილი ვარ

ახალი შეიძლება დაინიშნოს პარლამენტის დათხოვნით – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრისას გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების და ფორმალიზაციის.
„მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი “, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე – ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ: მძევლები აჰყავთ და რაღაცაში ცვლიან – ახლა არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს