კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დღეს გამოქვეყნებული დასკვნის ზოგიერთი მიგნებისა და დასკვნის თანახმად, საქართველოში:
28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიან დემონსტრაციებზე დაკავებულები აღნიშნავენ, რომ ნიღბიანი, ამოუცნობი პოლიციელები მათ ჯგუფურად უსწორდებოდნენ, მაშინაც კი, როცა ბორკილებდადებულებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული;
დაკავებულების სისტემური ცემა გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც დაკავების პროცესი დასრულებული იყო, ისინი ბორკილებდადებულები იყვნენ და მიწაზე იწვნენ;
დაკავებულების ცემაა, სიტყვიერ შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლები ხორციელდებიდა როგორც ჯგუფურად, ასევე მორიგეობით, ანუ ადგილი ჰქონდა განმეორებითობას (პოლიციელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ);
სიტყვიერ შეურაცხყოფებთან და ფიზიკურ ძალადობასთან ერთად დაფიქსირდა გაუპატიურების მუქარები;
დაკავებულებმა პოლიციის ძალადობის შედეგად მიიღეს მძიმე და ხილული ტრავმები, რომელთა მონათხრობიც ემთხვევა CPT-ს ნანახსა და იზოლატორების ექიმების მიერ აღწერილ დაზიანებებს;
საქართველოს ციხეთა სისტემის განვითარებაში არანაირი რეალური პროგრესი არ არსებობს, რაც უნდა განვიხილოთ ხელისუფლების მარცხად” – წერს ნიკა გვარამია.




