ნიკა გვარამია – სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის

სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე.
მისივე თქმით, მას არ ახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდნენ ამდენ უმნიშვნელოვანეს და უმაღლესი თანამდებობის პირებს.
გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე.
მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა, ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს სთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. რა ინტერპრეტაციებითაც არ უნდა ვისაუბროთ, თუ უკრაინას არ უჭერ მხარს, ს მხარეს ხარ, ასეა ხელისუფლება, ხალხისგან განსხვავებით“,- აღნიშნა გვარამიამ.
გარდა ამისა, მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებები შეაფასა სამიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „სჯობს წერეთლის გამზირს მიხედოს, ვიდრე საერთაშორისო სამიტებს“.
„კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობასა და სალომე ზურაბიშვილზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. უღონობის დემონსტრირებაა. საერთოდ, კალაძე წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობს და იქცევა, სადამდე მივა ეს კაცი გაუგებარია. შევახსენებ, რომ თბილისის მერია და სჯობს წერეთლის გამზირს მიხედოს, ვიდრე საერთაშორისო სამიტებს“, – აღნიშნა გვარამიამ.
ამასთან, განმარტა, რომ „უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“ სანქციების არ ეშინიათ, თუ სანქციები არ არსებობს“.
„არსებობს კიდევაც და ეშინიათ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ბედი, საერთაშორისო შეფასება ცხადია, კიდევ უფრო მკაფიო და ხისტი გახდება“,- აღნიშნა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით