ნიკა გვარამია სააკაშვილთან შეხვედრაზე – პოზიციები გავცვალეთ – მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით

ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა მ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფართო სათანამშრომლო ფორმატების მომხრეა.
„ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს.
[შეხვედრაზე] პოზიციები გავცვალეთ, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ.
განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, სთანაც, ზურასთან [ჯაფარიძე] და ელენესთანაც [ხოშტარია]. ზოგადად მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით. “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება რომ არ მოხდეს. ს შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია, რომ სხვანაირად იყოს იმიტომ, რომ ოპოზიციური კოალიცია “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ვერ იქნება”, – აღნიშნავს გვარამია.