ნიკა გვარამია – როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, როცა „დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე“.
გვარამია გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაკავებულებს.
„დავიწყებ ჩემი მხარდაჭერით ახალი პოლიტპატიმრების მიმართ. ყველას და, მათ შორის, ჩემს მეგობრებს ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ნინო სვანიძეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. პოლიტიკურ პატიმრებზე (თან ამ რაოდენობით) უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ დიქტატურა წაქცევის პირასაა, ბუნებაში არ არსებობს.
დიქტატურის წაქცევის მეორე ინდიკატორიც სახეზეა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ქართული ოცნებისთვისაც კი გამორჩეული სიგიჟე, პოლიტიკოსების (ინდივიდების) აკრძალვა
დიქტატურის წაქცევის მესამე ინდიკატორიც სახეზეა: პოლიტიკური გამოხატვის (საპროტესტო აქცია, მაგალითად) კრიმინალიზაცია და მთლად გაუგონარი, პოლიტიკური აზრის აკრძალვა. პოლიტიკური აზრის აკრძალვაა სწორედ პასიური საარჩევნო უფლების ანტიკონსტიტუციური ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის წევრობისა თუ მხარდაჭერის გამო“,- წერს გვარამია.
გვარამია საკუთარ განცხადებაში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკას. გვარამიას თქმით, დიქტატურის მთავარი ნიშანი მაშინ ჩნდება, როცა ხელისუფლება საკუთარი გარემოცვის წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას.
გვარამია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმიჯით ვერ მოიხსენიება, რადგან პარტიის შიგნითვე არსებობს მასშტაბური მატერიალური ინტერესები.
„დიქტატურის წაქცევის მეოთხე ინდიკატორიც სახეზეა: საკუთარი შვილების ჭამა, როგორც მათ გარანტირებულად, ისე სხვების შესაშინებლად. ბევრს არ შევყოვნდები ამ საკითხზე, არ ვიმარჩიელებ ღარიბაშვილი-ლილუაშვილი-ფარცხალაძის საკითხზე. ფაქტი ერთია: ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია, ს გარდა. ჩამორთმეული ბავშვების ლეპტოპები (სტიკერებზე ჩანდა, რომ შილების იყო), ცოლების, დედებისა და დების სამკაულები, ყოფილი თანამდებობის პირების საათები. რომელი არ გვქონდა აქედან ნანახი? ან რა 7 მილიონი, რატომ 70-ჯერ 7 არ აქვს თითოეულს, ვინ არ იცის ეს ქოცებში? მეტიც, რიგითი ქოცები, ამომრჩეველიც კი იმ ჭკუაზეა, რომ როცა ,,გაიზრდება” კორუმპირებული გამოვიდეს და ფული იშოვნოს:) ან რომელ კორუფციაზე ლაპარაკობს პარტია, რომელმაც თბილისის მერად მესამე ვადით კალაძე წამოაყენა? კორუფციას რომ ერთეული ჰქონდეს, ის კალაძეში გაიზომებოდა ბიძინა კორუმპირებული არაა, ის მატერიალიზებადი კორუფციაა. მაგალითად, წლებია ვითხოვთ ამ კაცის მიერ გადახდილი გადასახადები გამოაქვეყნონ. არ არსებობს ასეთი რამ! ივანიშვილი არც ერთ იურისდიქციაში არც ერთ გადასახადს არ იხდის ყველაფერ დანარჩენს რომ შევეშვათ, ამაზე მეტი კორუფცია შეუძლებელია სახელმწიფოს მიმტაცებლის მხრიდან. ათობით მილიარდ ლარზე ვლაპარაკობთ რომ გვესმოდეს“,- წერს გვარამია.
გვარამია ასევე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და პარლამენტში შედის. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით გიორგი გახარიას პარტია „სრულფასოვან სისტემურ ოპოზიციად“ იქცა, რაც, მისი თქმით, დიქტატურის კრიზისის მეხუთე ინდიკატორია.
მისივე შეფასებით, გავრცელებული აზრი, თითქოს ოპოზიციის პარლამენტში არშესვლით პოლიტიკა მოკვდა, მცდარია.
„დიქტატურის წაქცევის მეხუთე ინდიკატორიც სახეზეა: სისტემური ოპოზიცია. სწორედ დღეს იქცა გახარია სრულფასოვან სისტემურ ოპოზიციად. სხვა არაფერი ქვია პარლამენტში მის დაბრუნებას. პოლიტიკა მოკვდა პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლის გამოო, ხშირად ისმის ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტებისგან. კი არ მოკვდა, პოლიტიკა გაცოცხლდა მანდატებზე უარით. ჩვენი ციხეში ჯდომა მილიონჯერ უფრო აზიანებს რეჟიმს, ვიდრე ჩვენი პარლამენტში ჯდომა დააზიანებდა. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც გარეთაა და იბრძვის. პროტესტიც და რეჟიმის დეგრადაცია დგას პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და რამდენიც არ უნდა იყვიროს მავანმა, რომ არა მანდატებზე უარი, ბედნიერად იქნებოდა ‘’ოცნება” 2028-მდე. უცხოელებიც გააგრძელებდნენ ცხოვრებას ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე და არც პროტესტი იარსებებდა და მი უფრო 1 წლიანი (დღეის მდგომარეობით). ამის მტკიცედ მწამს და კიდევ იმის, რომ პოლიტიკოსები ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღებისას ამომრჩეველს უნდა ემორჩილებოდნენ. ვისაც არ სჯერა, იმავე გახარიას 3% იხილოს ე.წ. ადგილობრივ არჩევნებზე“, -წერს გვარამია.
გარდა ამისა, გვარამია განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ განათლების „კონტრ-რეფორმა საშუალო კლასის მოსაკლავადაა შექმნილი“.
მისივე თქმით, ამ მოდელის საბოლოო მიზანია ისეთი ქვეყნის შექმნა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეშია, მცირე ნაწილი – ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოხელეები, ხოლო დანარჩენი 1% – უკიდურესად მდიდარი ელიტაა.
„დიქტატურის წაქცევის მეექვსე ინდიკატორიც სახეზეა: სოციალური ინჟინერია. ზუსტად ახალი სოციალური კასტების გაფართოვების ანონსია განათლების კონტრ-რეფორმა, რომელიც მ წარმოადგინა. 11+3+1 სისტემა არის განაცხადი, რომ საქართველოში ღარიბი ოჯახის შვილს არავითარი შანსი არ აქვს სოციალურ კიბეზე ზემოთ ანაცვლების, რა გინდ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სწორი ღირებულებებისა არ იყოს. ეს არის განაცხადი, რომ საქართველო უბრალოდ პატარა სოფელი კი არაა, არამედ უამბიციოთა, ღარიბთა და გაუნათლებელთა პატარა სოფელი, საიდანაც ყველა გაიქცევა, ვინც საშუალო კლასს წარმოადგენს და ამის მინიმალური შესაძლებლობა აქვს. დიახ, ამ სოციალური მოდელირების მთავარი მიზანი საშუალო კლასის მკვლელობაა, იმათი, ვისზეც დგას ყველგან და ყოველთვის ცვლილებების მოთხოვნა, პროტესტი, წინააღმდეგობა და ზოგადად ყველანაირი პროგრესი. ივანიშვილის საქართველო მისი ამომრჩეველია: ძალიან ღარიბები (80%), მისი მოხელეები (19%) და ძალიან მდიდრები (1%). ზუსტად ასეთი უნდა იყოს მთელი საზოგადოება, თუ არ არის – ასეთად გახდეს, ესაა ამ კონტრ-რეფორმის მოკლე შინაარსი.
დიქტატურის წაქცევის მეშვიდე ინდიკატორიც სახეზეა: დაუმორჩილებელი ელიტების განადგურება. 1 ფაკულტეტი – 1 ქალაქი და 3+1 უმაღლეს განათლებაში, ცხადია, ილიაუნის განადგურების ღია განაცხადია, ასევე, რეორგანიზაციის გამოცხადებით, ყველა „არასაჭირო“ პროფესორის სისტემიდან დათხოვნის, ისევე როგორც და სხვათა შორის, მასწავლებლების სისტემიდან გაშვებას მოიტანს 11 წლიანი სასკოლო ანტირეფორმა. დაისჯება სამედიცინო ელიტაც – უცხოელი სტუდენტების აკრძალვა სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური თვითკმარობის განადგურებაა. მასაც თსუ-ს შეუერთებენ, ან გადაიტანენ, ვთქვათ, თელავში ან ქუთაისში. დაისჯება არტისტული ელიტა – ათჯერ ახსენეს სახელოვნებო სასწავლებლები. დაისჯება, აბა რა ?! ამდენი მსახიობი და რეჟისორი მიტინგზე, რა ამბავია?! ლოგიკით პლიუს მშვენიერი შენობა რუსთაველზე.
განათლების კონტრ-რეფორმა მეცნიერების მკვლელობაცაა – ანუ, მომავლის. 11+3+1 ყველაფერთან ერთად, და ყველაზე მეტად, გამორიცხავს სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებს და კვლევებს. რა ვიცი, საქართველოში შესაძლებელი თუა მაღალტექნოლოგიური დარგების კვლევითი განვითარება და მე არ ვიცი, გამიხარდება, ან მარტო ფილოლოგები, იურისტები და ისტორიკოსები თუ გვჭირდება, ok. აი აკადემიური თვალსაზრისით ზუსტად ესაა პატარა სოფელი“,- წერს გვარამია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, “საერთაშორისო იზოლაციასა და ფინანსურ კრიზისზე” ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, საქართველო ახლა უკვე ფორმალურადაც საერთაშორისო იზოლაციაშია, რასაც განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებებიც ადასტურებს.
გვარამია აღნიშნავს, რომ იზოლაციის პროცესს ემატება დასავლელი დიპლომატების გაწვევის ტენდენციაც:
„დიქტატურის წაქცევის მერვე ინდიკატორიც სახეზეა: სრული საერთაშორისო იზოლაცია, ამჟამად უკვე ფორმალურიც. დიახ, პირველად ევროსტრუქტურების დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ეს კონტრ-რეფორმაა. 11+3+1 სამივე კომპონენტში გამორიცხავს ბოლონიის პროცესის ნაწილად საქართველოს მოაზრებას და სრულად ჩამოაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ბოლონიის პროცესი აკადემიური სამყაროსთვის ზუსტადაც რომ ევროსტრუქტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თან უმაღლესად. ეგაა განათლების ევროკავშირიც, ევროსაბჭოც და გაეროც. და ჩვენ ფორმალურადაც გავდივართ ამ ყველაფრიდან. გერმანიის ელჩის ფაქტობრივი გაწვევასაც თუ დავამატებთ, ფინეთის საგარეო მინისტრის (და ეუთოს თავმჯდომარის) დაჯარიმებას და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ -ს ელჩიც არ გვყავს კარგა ხანია, იზოლაციაა, თან უღრმესი. ხო, მართლა, 11 წლიან ატესტატს ვინ აღიარებს (სხვათა შორის, მათივე შიდა კანონმდებლობის დარღვევით)? გამოიცანით – . ასე რომ, სრული აკადემიური იზოლაცია არ გვემუქრება საჭირო კარი ღია რჩება.
დიქტატურის წაქცევის მეცხრე ინდიკატორიც სახეზეა: ქოცებს ფული უჭირთ, ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიძინამ ფულის ამოღება დაიწყო საკუთარი ჩინოვნიკებისგან. ამაზე აღარ შევჩერდები. თუმცა, განათლების კონტრ-რეფორმის ერთ-ერთ ხაზგასმული მიზეზიც სრულიად პროზაულია: ფულის ეკონომია. თუ დავაჯამებთ გამოთავისუფლებულ სახსრებს, ასევე გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს, ჯამში მილიარდ ლარზე ავალთ უახლოეს 2 წელიწადში. განათლების ხარჯზე საბიუჯეტო ეკონომია კი უკვე ფისკალურ ენაზეა პატარა სოფელი. არ გამოვა ეგ ამბავი, ისევე როგორც მთელი ეს კონტრ-რეფორმა რადგან ზემოთ ნათქვამი “უახლოესი 2 წელი” ქოცებს არ აქვთ. როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე“,- წერს ნიკა გვარამია.