ნიკა გვარამია: რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც …

“რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ დაეჭირა, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე, არასდროს არ დამდგარა უკანა რიგებში, დარბევა რომ დაიწყებოდა, ეგრევე რომ ათესილიყო, რომელიც ათენ-აღამებს აქციებზე, თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად და არა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად და ტვ კამერებში შესაჩხერად.
პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ ყველა გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილის მხარეს მყოფი, პირდაპირ მის ფულზე მჯდარი, საარჩევნო კომისიებში ადგილების ღიად გამყიდველი (და ამით პოლიტიკური კორუფციის და ს ფარსად გადამქცევი), ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი და მისი დეკრიმინალიზაციის მომხრე, სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების მაკრიტიკებელი და თვითონ ამ ფინანსების ამღები გირჩი 36.
ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა “დებატები”, თქვენი ნებაა. უბრალოდ, საჭიროება რომ მოითხოვს, მელია ისევ ყველგან წინა ხაზზე იდგება და ისევ მისი იმედი გქონდეთ,” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები