ნიკა გვარამია: რა დიდებული დღე იყო

“რა დიდებული დღე იყო:
დილის 4 საათზე დაიჭირეს მეპროტესტე მეშახტეები
დილის 8 საათზე “ჩხრეკაზე” შეუვარდნენ ფეხმძიმე და მცირეწლოვან ბავშთან ერთად მყოფ მარიამ ბაჯელიძეს
დილის 9ზე შეუვარდნენ “ჩხრეკაზე” ნანუკა ჟორჟოლიანს, რატომ ეხმარები გაჭირვებულებსო
დილის 9ზე ავტობუსიდან ჩამოსვეს და სახლში “ჩხრეკაზე” ააბრუნეს უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი. მიზეზი იხ. ნანუკას პუნქტში
დილის 9ზე შეუვარდნენ ორივე დარჩენილი დახმარების ფონდის დამფუძნებელს, ისევ “ჩხრეკაზე” და ისევ იმავე მიზეზით
დილის 10 საათზე გაგვაგებინეს, რომ პატრიოტ კაცს, მედროშე ქათამაძეს საქართველოდან ადეპორტებენ
საღამოს 7 საათზე ს წულუკიანის ანტიკონსტიტუციურ კომისიაზე არმისვლის გამო 50.000 ლარი გირაო შეუფარდეს
და ამ ყველაფერს 24 საათიც არ დასჭირდა
ps ლუკაშენკო შურით თუ მოკვდება ამაღამ, თორემ სხვა დღეს აწი რაღა უნდა მოხდეს?” – წერს სოციალურ ქსელში .