– ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის , ვიდრე არ იქნება ახალი – შესაძლოა, მერეც დარჩეს, მე ვისურვებდი

ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს – ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში.
„არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი. ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს. ეს არ მიმაჩნია საერთოდ აღნიშვნის ღირსად. ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი და არ შეიცვლება ხელისუფლება. შესაძლოა, მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი ამას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)