კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “TV პირველის” ეთერში ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა მიიღონ.
ნიკა გვარამიას განმარტებით, ოპოზიციის ერთიანობის დროს საუბარია ერთიანი მოქმედების პრინციპებზე, ფუნდამენტურ საკითხებზე.
მანვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ერთიანი ოპოზიციის “მოქმედების წესი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტის მოქმედება წინასაარჩევნო კამპანიისას”.
მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ერთი პარტია, მით უმეტეს ეს არ არის ერთი საარჩევნო სია, ამაზე უბრალოდ ლაპარაკი არ არის და რელევანტური არ არის ამაზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, უცნაურიც იქნებოდა და უხერხულიც ამომრჩეველთან. საუბარია, ერთიანი მოქმედების პრინციპებზე, ფუნდამენტურ საკითხებზე, ჩვენ არ ვამბობთ, რომ… ჩვენ თვითონ არ გვინდა პარტიული იდენტობის დაკარგვა იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ვართ ამ წუთში და ვაპირებთ, რომ ვიყოთ სახელისუფლებო პარტია ერთ-ერთი და საერთოდ არ გვაქვს ის ამოცანა, რომ ყველაფერი წაიშალოს, გადაიდღაბნოს და ა.შ..
მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთად უნდა მივიღოთ. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს მარტივია, ჯერ ერთი აღსასრულებლადაც, მარტივია ჩვენთვის ყველასთვის იმიტომ, რომ ეს მაინც არ იყოს, რომ ფლაგმანი იყო და გვარამიამ ვიღაცა არ შეუშვა, ეგ ტექსტები მაინც რომ არ იყოს.
“თავისუფლების მოედანია”, ანა დოლიძეა, ამაზე ვილაპარაკებთ ყველასთან. წევრია თუ არა მეორეა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე ვლაპარაკობთ თუ არა. შევეცდებით არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯობია რომ ასე არ იყოს [4+5 [“ნაციონალურ მოძრაობას” + კოალიცია “ცვლილებისთვის”]]. მგონია, რომ 2 პარტიის, რამდენი სუბიექტიც არ უნდა იყოს ამ ორ ნომერში, ჯობია რომ უფრო ფართო იყოს ეს გაერთიანება.
მე მგონია, რომ ჩვენი მოქმედების მოდუსი, მოქმედების წესი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტის მოქმედება წინასაარჩევნო კამპანიისას, ანუ მაქსიმალური ქმედებების განხორციელება ადგილებზე, ბევრი რამის კეთება, როგორც მობილიზაციის, ასევე ორგანიზების თვალსაზრისით. ფაქტიურ საარჩევნო კამპანიაში. მე არ ვარ ესე პესიმისტურად, რომ 2028-მდე მეგონოს ამ პროცესების გადავადება. მგონია, “ქართული ოცნების” ინტერესშიც არის, რომ სიტუაცია ნორმალიზდეს ნებისმიერი თვალსაზრისით და მათ ან ლეგიტიმაცია მიიღონ, ან ლეგიტიმაცია მიიღონ როგორც წასულებმა, ან როგორც მოქმედებმა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მოქმედები ვერ მიიღებენ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.




