ნიკა გვარამია – ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს – სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოთივე პარტიის – ” კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძროაბის”, “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ერთად დგომა სამშობლოს გადასარჩენად არის საჭირო.
“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა.
მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ”, – წერია ნიკა გვარამიას პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში