ნიკა გვარამია – ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო – შეფასების ბევრ პუნქტს ვეთანხმები, თუმცა ყველა მისაღები არ არის

ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით ოდირის შეფასების ძალიან ბევრ პუნქტს ეთანხმება, თუმცა ყველა პუნქტი მისთვის მისაღები არ არის.
„ლეგიტიმაციაზე ვერ ილაპარაკებს ვერავინ. ლეგიტიმაცია არის შიდა საკითხი, სახალხო სუვერენიტეტის საკითხი, ხალხი აყენებს ამ საკითხს და მერე უკვე შეიძლება შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობა. ოდირის შეფასების ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ