– ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები

მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებს “მეტროსადგურ უნივერსიტეტთან” განუცხადა, საიდანაც კოალიცია მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას აწყობს.
მსვლელობა 26 ოქტომბრის ს შედეგების გასაპროტესტებლად ეწყობა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლება დისკომფორტს ყოველდღე იგრძნობს და იმდენად, რომ მას წასვლა მოუწევს.
„ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმას, რასაც ხმა მისცა – საქართველოში ცვლილებებს. ეს ცვლილებები იქნება ყველა ვარიანტში, ჩვენ დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ ხმას და რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს, გამორიცხულია, რომ სხვანაირად მოხდეს! მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები და რეალურად, კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები, ანუ “ქართული ოცნება” . “ქართულ ოცნებას” ეს არ შერჩება! საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ამიტომ აღვიჭურვოთ მოთმინებით და არ დაგვეზაროს ყოველდღიური რუტინული შრომა სამშობლოს დასაბრუნებლად.
რაც შეეხება მსვლელობას, მსვლელობა დასრულდება იმ მიმართულებით, საითკენაც ჩვენ წავალთ, გამოგვყევით და ნახავთ. ყოველდღე საქართველო, თბილისი აუცილებლად იქნება ჩაბმული საპროტესტო მოძრაობაში”,- განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში