“ნამდვილი საქართველო არის მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს და ის არის მძევალი ამ რეჟიმის და ის 32-ე დღეა შიმშილობს, რადგან არამხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის იბრძვის, ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და მას ბრძოლის სხვა იარაღი არ გააჩნია. მისი მწამებელი ირაკლი დგებუაძე, 33 წლის ბიჭი, რომელიც წარმოადგენს ბათუმის პოლიციას, ამ საშინელების ავტორია. აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. ახალგაზრდა მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა მზიას სასჯელი, არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიტიკური მძევალია და მას ძალიან ძალადობრივად გაუსწორდნენ და არ მიაწოდეს სამედიცინო დახმარება ორი კვირის განმავლობაში, ის არის საქართველო. გიორგი ქამხაძე არ არის საქართველო, კიდევ ერთი შენიღბული ადამიანი. მოსამართლე, რომელმაც საბა გაუშვა ციხეში, ის არ არის ქართველი, ის არ არის საქართველო. კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც გაუშვა საბა ციხეში, ის არ არის საქართველო და თქვენ უჭერთ მას მხარს და უნგრელები და სლოვაკები არ უჭერენ მხარს ასეთ საქართველოს, თქვენ უჭერთ მხარს არა ქართველ ხალხს, არამედ მოძალადეებს…” – თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6823a23a-85f6-4482-b162-799a2c447a40_cx0_cy5_cw0_w1200_r1-TX3sFv-300x169.jpeg)