ნიკა გვარამია – მოსამართლემ რომ 1 წუთის ნაცვლად 1 საათი იმსჯელა, უკვე ხეირია ჩვენთვის – რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო

მოსამართლემ რაც გააკეთა – ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა მ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, მოსამართლის ქმედება ნიშნავდა იმას, რომ ის ვერ მიიღებდა აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებითი განხილვის მოსამართლეს გადააბარა.
„არსებობს ორი ნორმა, რომელიც ადგენს ზუსტად ერთი და იგივე შინაარსით, ერთი და იგივე სათაურით, ოღონდ განსხვავებული სანქციებით – ერთი უფრო მსუბუქი სანქციითა და მსუბუქ ნორმატიულ ბაზაში ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხოლო მეორე უფრო მძიმე სანქციითა და მძიმე ნორმატიულ ბაზაში ანუ სისხლის სამართლის პროცესით ერთი და იგივე შინაარსით ქმედების დასჯადობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ დროს უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და თუ საერთოდ რამე დაიწყება, დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურები, მით უფრო, რომ ადმინისტრაციული სანქციის შემფარდებელი ამ ვითარებაში არის საკუთრივ კომისია და მისი თავმჯდომარე , რომელმაც, როგორც ცნობილმა ჯალათმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გვერდი აუაროს და პირდაპირ სისხლის სამართლის წესით წარვდგეთ.
მოსამართლემ რაც გააკეთა – ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ასევე, სა და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გადაწყვეტილებებიც უნდა გაუქმებულიყო. ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონია. უნდა გავაცნობიეროთ, მოსამართლემ რა თქვა – მან თქვა, რომ მე ვერ გამოვიტან ამ გადაწყვეტილებასო, მოდი, სხვა მოსამართლემ გამოიტანოსო. ის ვის გადაულოცავს, აღარ ვიცი, მაგრამ სანამ ის ვინმეს რამეს გადაულოცავს, მანამდე „ქართული ოცნება“ დასრულდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამაში ვართ სრულიად დარწმუნებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ქმედება – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა – ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ზუსტად იგივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არსებობს [173,3] და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.
„მსუბუქ და მძიმე გადაცდომას შორის, რატომ არის მძიმე არჩეული, როცა ყველა ეჭვი მსუბუქის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს? საიდან მომდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმე? კომისიამ გამოიმუშავა პრაქტიკა, გვერდი აუაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და უფრო მძიმე დარღვევად ჩათვალოს გამოუცხადებლობა და საქმის განხილვა სხვა ორგანოს გადასცეს”,- განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას განცხადებით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
დღევანდელ სხდომაზე კი ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.