ნიკა გვარამია – მოპარული არჩევნები არ იმუშავებს! – „ქართულ ოცნებას“ ვიდრე შეუძლია გახდეს მთავარი ოპოზიციური პარტია, მანამდე მოიქცნენ რაციონალურად, თორემ თუ წითელ ხაზებს გადაკვეთენ, პარტიაც ვერ იქნებიან

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო , ვიდრე შეუძლიათ, რომ გახდნენ მთავარი ოპოზიციური პარტია, მანამდე მოიქცნენ ღირსეულად და რაციონალურად, თორემ მერე ვერანაირი ოპოზიციური პარტიაც ვერ იქნებიან და საერთოდ პარტიაც ვერ იქნებიან, თუ წითელ ხაზებს გადაკვეთენ – ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს, მოპარული არჩევნები არ იმუშავებს,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და აღნიშნა, რომ კარვების აქცია უახლოეს მომავალში გააქტიურდება.
„რეალურად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დღეის მონაცემებით არის ჩვენი კოალიცია. თუმცა ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ, ოპოზიციამ, ჯამში მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ და აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება“, ალბათ, იმ დროისთვის იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები და ჩვენი ამოცანაა, რომ მარტო ჩვენ არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვგულისხმობ პარტიაში და ჩვენს კოალიციაში, არამედ ყველა იყოს ჩართული – ყველა რეგიონიდან მოსული დელეგატი იყო ახლა პოლიტსაბჭოსი, ყველამ ერთმანეთს გავუცვალეთ ჩვენი დამოკიდებულებები, დავაჯამეთ არჩევნები, როგორ მოგვპარეს არჩევნები და ასევე, რა ვითარებაა რეგიონებში იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები რეალურად ტოტალურად გაყალბდა. გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს, მოპარული არჩევნები არ იმუშავებს!
მინდა მივმართო ყველას, ვინც ენდო ოპოზიციურ სპექტრს, აბსოლუტურად არანაირი შანსი არ არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადატეხოს რამენაირად ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველამ იცის, რომ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს და არც ექნება. ჩვენ, მაგალითად, დღეს, ასევე, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ პარლამენტში არავინ არ შევდივართ, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ეს ერთმანეთს. აუცილებლად იქნება საჯარო განცხადება, ლეგიტიმაცია ვერ ექნება პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით მოვიდა და სადაც ოპოზიცია უბრალოდ არ შედის და ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის. მთავარია, ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ჩვენი ძალა და ის, რომ შეცვლა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს „ქოცური“ პროპაგანდა. „ქოცური“ პროპაგანდა რომ იყოს წარმატებული, ისინი არჩევნებს მოიგებდნენ გაყალბების გარეშე. ვერ მოიგეს, გააყალბეს უზარმაზარი ოდენობით, შესაბამისად, ის, რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც ახლა. კარვების აქცია კი არ დამთავრებული, კარვები მოაქვთ და მოაქვთ ჩვენს ოფისში და არა მხოლოდ ჩვენს ოფისში. ამას ნახავთ როდისთვის უნდა ელოდოთ. არის ემოციური აქციები და არის მეორე მხარე, რომელიც ცივი გონებით იგეგმება- მე უფრო მეორე მხარეში ვმონაწილეობ, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენი ლიდერები ვართ განფენილი ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ