ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სამარცხვინო რამ „ქოცების სასამართლოს და პროკურატურას არ უქნია“.
„იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს, „ქოცების“ სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი, 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.