ნიკა გვარამია – მივმართავ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ სასამართლოს, პროკურატურასა და პოლიციას: შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის – ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ დამარცხდება, თქვენ კი, შესაძლოა, დამარცხდეთ

დავიწყებ მიმართვას „ქართული ოცნების“ მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა მ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტით“, საქართველო შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს, მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი.
„მინდა, მივულოცო საქართველოს დემოკრატიას. მინდა მივულოცო ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილად ყოფნას უჭერს მხარს. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი, ორპარტიული გადაწყვეტილება, რომ „MEGOBARI აქტი“ იყოს მიღებული.
მე დავიწყებ მიმართვას „ქართული ოცნების“ მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. საქართველოს გზა არის დემოკრატია. ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ორი ნაბიჯი დარჩა, რომელიც, როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა, უდიდესი უმრავლესობით, შესაბამისად, საქართველო შეფასებულია, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს. მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომ ჰქვია ამ აქტს „მეგობარი ხალხი“.
მივმართავ ყველას, მათ შორის, საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს: შეჩერდით! ემსახურეთ ქართველ ხალხს, თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები. შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ დამარცხდება, თქვენ, შესაძლოა დამარცხდეთ პირადად. თითოეული თქვენგანი, ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში მიიღეთ მონაწილეობა“,- აღნიშნა გვარამიამ.