“ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ: ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ ბესელიას და დგებუაძეს. სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია და პროკურატურაში დაკითხვაზეც იბარებენ. დგებუაძეს ყველაფერი წინ აქვს.” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
3 აპრილს, ბათუმელებმა გაავრცელა ცნობა, რომ მათი ინფორმაციით, გრიგოლ ბესელია შსს-დან კორუფციის გამო გაუშვეს.
“პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს” – წერს ბათუმელები




