ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის წერილზე – “ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები“

“ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი უნდა და­ემ­ხოს. ან სამ­შობ­ლო, ან ბი­ძი­ნა – ასე­თია არ­ჩე­ვა­ნი“,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ღია წე­რილს, რი­თაც ის -ის მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს.
გვა­რა­მია „ფე­ის­ბუქ­ზე“ კო­ბა­ხი­ძის წე­რილს აზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ამ წე­რი­ლით ჩანს, რომ „ფსი­ქო­პა­თე­ბი გვმარ­თა­ვენ“.
„მე­გობ­რე­ბო, ეს სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო პრე­მი­ე­რის წე­რი­ლია ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი. თუ არ და­გე­ზა­რე­ბათ და წა­ი­კი­თხავთ, მიხ­ვდე­ბით, რომ ჩვენ გვმარ­თა­ვენ ფსი­ქო­პა­თე­ბი.
ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი უნდა და­ემ­ხოს. ან სამ­შობ­ლო, ან ბი­ძი­ნა – ასე­თია არ­ჩე­ვა­ნი“,- წერს ნიკა გვა­რა­მია „ფე­ის­ბუქ­ზე“.
შე­გახ­სე­ნებთ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯეი დი ვენსს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა. რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მან მი­მარ­თა აშშ-ს წე­რი­ლით ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ მი­უ­ღია.
კო­ბა­ხი­ძე წე­რილ­ში სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­სა­მარ­თით ამ­ბობს, რომ გა­საკ­ვი­რია, რომ ისი­ნი ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დღემ­დე არ ას­წო­რე­ბენ.
გარ­და ამი­სა, კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის სრუ­ლი თან­ხვედ­რაა.
მან ასე­ვე „დიფ სთე­ით­ზეც“ ისა­უბ­რა. ის იმე­დოვ­ნებს, რომ აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბას რე­ა­ლუ­რად შეძ­ლებს, „რაც ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა­ზე და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნა­ზე უსა­თუ­ოდ აი­სა­ხე­ბა“.
„ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აჩენს გან­ცდას, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ამ უკა­ნას­კნე­ლის რებ­რენ­დინ­გის მცდე­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. ხალ­ხის­თვის გა­საკ­ვი­რია, რომ თქვენ ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მკაც­რად აკ­რი­ტი­კებთ, მაგ­რამ მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დღემ­დე არ ას­წო­რებთ“,- წერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წე­რილ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?