ნიკა გვარამია: ივანიშვილი მზად არის, კობახიძე გადააყენოს

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, სკანდალურ განცხადებას აკეთებს – როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა  “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე მზად არის, ირაკლი პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენოს, თუ პროდასავლური ოპოზიცია მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შევა.

“ქართული ოცნება” უნდა შეეგუოს, რომ მას მოუწევს ახალი ს ჩატარება, ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა, ვერაფერი მსგავსი ქართულ ოცნებას ვერ გადაარჩენს, თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე სგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, (ამ შემთხვევაში არამარტო ჩვენი პარტია), ისაუბრებს და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ახლა კობახიძემ სანამ არ მობეზრდება  იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები.

რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებასთან” არავითარი მოლაპარაკება არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე, ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი მოლაპარაკება”- განაცხადა გვარამიამ. 

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი “ტვ პირველთან” აზუსტებს, იმასაც, რომ ივანიშვილისგან სიგნალი ოპოზიციამ შუამავლის მეშვეობით, უცხოეთიდან მიიღო.

ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა. ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილისგან, ოღონდ ამ ქვეყნის გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა – არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი”- დასძინა ნიკა გვარამიამ. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ