ნიკა გვარამია – თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს

თუ 1%-ით და 1 წამით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის – გამონაკლისია, – ესე იგი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არც ერთი არ არის გამონაკლისი.
„თუ 1%-ით და 1 წამით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის – გამონაკლისია, ან რომელიმე „ქოცს“ გული აუჩუყდება და ბიძინას მრევლობაზე უარს იტყვის, ესე იგი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს და მისი მომხრეების სრულ ნამუსგარეცხილობას.
არც ერთი არ არის გამონაკლისი: ერთი „ქოცური“ სასამართლოს უნივერსალური სახეა, მეორე – „ქოცური“ პოლიციის, მესამე – „ქოცი“ ამომრჩევლის”, – წერს გვარამია „ფეისბუქზე“.