თავისუფალია (ვიდეო)

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა.

შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, არამხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, იქით კიდე საბა [სხვიტარიძე] უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ მალე ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. ასე ვგრძნობთ თავს ყველანი, რაღაცნაირად ნაკლოვანად, მაგრამ მთავარი, ის არის რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია.

 აქ არის ნიკა [მელია], იცით ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე ბევრია და არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

მზია [ამაღლობელი] ბრმავდება გვერდით აგერ ქალთ ციხეში, საბა აწამეს ისიც რუსთავშია, უამრავი ბიჭი, თუ ასაკიანი ადამიანი ზის ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის… ეს ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქადე იყო” –  თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.

ნიკა გვარამიას ე.წ. თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.