: ვხედავთ, რომ ოცნება ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია

“ვხედავთ, რომ ოცნება ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო – დებატებით, რომელიც საბოლოო ჯამში დებატებიც არ არის. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია. რამდენიმე საქმეს აღძრავენ ამ დარბევებზე, წამებებსა და დაიწყებენ ქვემოდან, მაგრამ ნელ-ნელა ზემოთ ავლენ. თვითონ შეიძლება გვითხრან, რომ გამოიძიეს და მაგალითად “ხარება” წამებაში მონაწილეობდა და დაიჭირონ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორ და სად წყდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები არ გვეჩქარება, ისედაც ვიცით და შემდეგი ხელისუფლება პასუხისმგებლობას დააყენებს. მთავარი, რაც კობახიძემ უნდა გააკეთოს, არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ჩათვლით მოშორდეს ამ ქვეყანას და ჩაინიშნოს დემოკრატიული ” | ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი TV პირველთან და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: “მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში, თუმცა მთლიანობაში ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ თემას”
🔴 მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშში რეკომენდაციებია როგორც ქართული ოცნების, ისე ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ასევე, საუბარია საკანონმდებლო რეფორმებსა და საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა