ნიკა გვარამია – ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი

ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ.
როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ირაკლი მ ღიად და ცალსახად თქვა უარი ევროკავშირსა და ნატოზე.
“ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია”, – წერს გვარამია.
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ