ნიკა გვარამია – ეს არ იყო მელიას დაკავება, ჩასაფრებით მოიტაცეს, აჩერებს პატრულის მანქანა „შუშის დაბურვაზე“, უცებ 10-ზე მეტი მანქანა და ხალხი გამოდის ტყის პირიდან, 100-მდე ადამიანი, შავებში ჩაცმული, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია – „საღოლ“, გელა!

პოლიციელმა თქვა, რომ მინის დაბურვაზე აპირებდა ჯარიმის გამოწერას. შემდეგ მიუახლოვდა მეორე მანქანას, რომელშიც ნიკა იჯდა, და რაციით გადასცა: „ობიექტი აქ არის“ რამდენიმე წამში 10-ზე მეტი მანქანა და ერთი სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდა. ტყიდანაც გამოვიდნენ ადამიანები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ს დაკავების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას დაცვის თანამშრომლები ავტომანქანებთან დააყენეს, ხოლო მელია ავტომობილიდან გადმოიყვანეს და შეიყვანეს სამარშრუტო ტაქსიში.
„ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს. გამოვკითხე ისინი, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ: ნიკა მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა და ეუბნება, რომ მანქანის შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ამას ეუბნება მეორე მანქანას, ნიკას მანქანა არ არის დაბურული. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ფანჯარას ჩააწევინებს, ხედავს ნიკას და შემდეგ რაციით გადასცემს, რომ “ობიექტი აქ არის”. უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევ გამოდის ტყის პირიდან. ნიკას დაცვას არაფერი რომ არ დაენახა და არ ჩარეულიყო მანქანასთან აყუდებენ, აყუდებენ ყველას ნიკას გარდა. ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ მარშუტკაში.
ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და თან წაიღეს. ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია.
საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!“,- აცხადებს გვარამია „ტვ პირველის“ ეთერში.