ნიკა გვარამია დავით კირთაძეზე – ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ

ნიკა გვარამია დავით კირთაძეზე – ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ
ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ! – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის წინააღმდეგ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიების დაწყების ფაქტს.
გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დავით კირთაძის მიმართ გამოძიება დაიწყო.
„დათო კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ! გაგიმარჯოს, კირთა! “- განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელზეც ს შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები