ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

გამოდიან მოლაპარაკებაზე სგან იმასთან დაკავშირებით, რომ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და დააკონკრეტა, რომ შესაბამისი „სიგნალი“ ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიუღიათ.
მისი თქმით, მათი მხრიდან „ქართულ ოცნებასთან” არავითარი მოლაპარაკება არ იქნება.
როგორც გვარამიამ განმარტა, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე – ხელახალი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
“ქართული ოცნება” უნდა შეეგუოს, რომ მას მოუწევს ახალი არჩევნების ჩატარება. ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა, ვერაფერი მსგავსი „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაარჩენს, თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, (ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია), რაღაცნაირად ისაუბრებს და დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“.
ახლა კობახიძემ სანამ არ მობეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან” არავითარი მოლაპარაკება არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე – ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი მოლაპარაკება. კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა” , -განაცხადა გვარამიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
მისი განმარტებით, ეს „სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა“.
„კობახიძე არაფერს არ წარმოადგენ. სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა. მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პასუხი იყო აბსოლუტურად ცალსახა – არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, ქვეყნის გარეთ წარმომადგენლებს შორის მოხდა კონკრეტული ინფორმაციების გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაც ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა.
„არავითარი თანამშრომლობა არ შედგებოდა.
კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას, ან ვის ელაპარაკება საერთოდ. ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ ვუთვლი მას: არავითარი საუბარი მასთან არ იქნება, ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს – ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს, იგი არის არარაობა“, – განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, რაზე უნდა დალაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებს, გვარამიამ უპასუხა, რომ „ნებისმიერ რამეზე, რაც შეიძლება მისაღები ყოფილიყო.“
„ჩემთვის არაფერი არ იქნება მისაღები. არც შევსულვართ სიღრმეებში. პასუხი არის მოჭრილად – ყველა ვინც ჩვენი სახელით საუბრობს, ავტორიზებულია, ისაუბროს ერთადერთ რამეზე – ხელახალი არჩევნები, მეტი არაფერი“, – განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, რას თმობდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მოლაპარაკებების სანაცვლოდ, გვარამიამ აღნიშნა, რომ მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს.
„დღეს ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, ყველას უკლებლივ. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს – ჩვენთვის არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“ არცერთი სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილის გარდა, ამიტომ საუბარი იქნება მხოლოდ ახალ არჩევნებზე“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა