ნიკა გვარამია – ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო, პრობლემას ვერ ვხედავ – ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის “მსხვერპლია”

თბილისის პროკურატურაში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ს მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
გვარამია უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
“ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის “მსხვერპლია”. რაც შეეხება გირაოს, მე არ ვარ მარტო, ჩემს უკან ჩემი გუნდია, მასთან ერთად ვიმსჯელებ. ჯერ დადგეს ეს საკითხი და მერე ვილაპარაკებ ამ თემაზე”, – განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.