ნიკა გვარამია – არ ვაპირებთ სხვების გაკრიტიკებას, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ სასაცილოა, როდესაც პირიქით ვიღებთ კრიტიკას – ყველამ დავხუროთ პარლამენტში შესასვლელი კარები, მათ შორის, უკანა კარები

ყველამ დავხუროთ პარლამენტში შესასვლელი კარები, მათ შორის, უკანა კარები , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა მ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
გვარამიას თქმით, კოალიციის წევრებმა კი არ გააუქმეს მანდატები, არამედ მოითხოვეს, რომ რეგისტრირებულები არ იყვნენ.
როგორც მან განმარტა, ბევრჯერ მოუსმენია ოპოზიციისგან, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემდნენ, თუმცა, მათ მიერვე არალეგიტიმურად გამოცხადებულ პარლამენტში მაინც შევიდნენ.
“ნამდვილად არ ვაპირებთ სხვების გაკრიტიკებას, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ, სასაცილოა, როდესაც პირიქით ვიღებთ კრიტიკას, რატომ გამოხვედით პარლამენტიდანო. ამას რა ჰქვია, ვერ გეტყვით, თორემ, კრიტიკა რომ მინდოდეს, გადასარევად შემიძლია ვაკრიტიკო ყველა, რატომ არ წერენ განცხადებებს. ეს არის სასაცილო და არ მგონია, კოლეგიალობის ნაწილი იყოს. კონსტიტუციური სამართალი უკეთ ვიცი, ვიდრე იმ ადამიანებმა, ვინც განცხადებები გააკეთეს ყველა იმ პარტიიდან, მათ შორის, იურისტებმა. ჩვენ არ გაგვიუქმებია მანდატები, ჩვენ ვითხოვთ, რომ რეგისტრირებულები არ ვიყოთ საერთოდ, თორემ ის, რაც არ გააქტიურებულა, რომ ვერ გაუქმდება, ეგ ვიცით. რამენაირად ვერკვევით ეგეთ რაღაცებში.
არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 25-მუხლი, რომელიც იძლევა უფლებას, დაიკავო ან არ დაიკავო თანამდებობა შენი სურვილისამებრ. თუ ადამიანი საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლში ჩარჩა და 131-მდეც ვერ ააღწია და კონსტიტუციის 25-ე მუხლამდე გვერდით ვერ გაიხედა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს არის სამართლებრივი აქტიც, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური აქტი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავჯერ გამიგია, რომ არ არის ლეგიტიმური, უამრავჯერ გამიგია, რომ „ჩვენ ლეგიტიმაციას არ შევძენთ“ და უამრავჯერ მინახავს, რომ დიდებულად შესძინეს ზოგიერთებმა თავისი შესვლით ლეგიტიმაცია მათ მიერვე არალეგიტიმურად წოდებულ პარლამენტს.
მე მარტივად ვთქვი ჩემს პოსტში – ყველამ დავხუროთ პარლამენტში შესასვლელი კარები, მათ შორის, უკანა კარები”, – განაცხადა გვარამიამ.