ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. საქმე ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” ეხება.
უცნობია, დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული . ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის მზად იყვნენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია