ნიკა გვარამიას, ნიუ იორკში, CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. ღონისძიება ამ წუთებში ნიუ იორკში მიმდინარეობს. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
“მთავარი არხის” დამფუძნებელთან კიდევ სამი ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე ტოგოდან.
როგორც კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების მკვეთრი გაუარესების პირობებში, მთავრობების ზეწოლის, პატიმრობის, გატაცებებისა და გადასახლების საფრთხის მიუხედავად, ეს ადამიანები განაგრძობდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.”
ცნობისთვის, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მედიის ოთხ წარმომადგენელს ირჩევს. მათ, ვისაც პროფესიის დაცვა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.