ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინეს

ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი ხვალ, 17 აპრილს გაიმართება, სადაც მხარეები აღკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.