ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ “ახალი” პარტია შექმნეს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ და “მთავარი არხის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა “ახალი” პარტია შექმნეს. პარტიის შესახებ მ და მ თბილისში, სასტუმრო “შერატონში” ისაუბრეს.
“ჩვენი პარტია არის “ახალი”. ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ვიცით ბრძოლა; ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას; ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას; ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები – როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
ნიკა მელიას თქმით, მათ შორის მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
“ახალის” წევრები არიან: “ნაციონალური მოძრაობის” ს ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი – , ამავე პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი იმედაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი და ა.შ.
მათი საარჩევნო ნომერი იქნება – 4. გასულ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი 4 ეკუთვნოდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის” – პარტიას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობით შექმნილი კოალიციით მოხვდა 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში.
მასალა განახლდება