ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი: ნიკოლოზი უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის…

ჩოგ­ბურ­თელ ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს – ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ვის დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ამ ხმა­უ­რი­ან საქ­მეს დიდ­ხანს იხი­ლავ­და სა­სა­მარ­თლო და მე­დი­ი­თაც აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მათ სა­ერ­თო ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავთ შვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას­თან ცხოვ­რობს. რო­გორც ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მა­მას შვი­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. არა­და, კარ­გა ხა­ნია, არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­სა­მარ­თლემ ნი­კას შვი­ლის ნახ­ვის დღე­ე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრა კი­დეც. ად­ვო­კა­ტის თქმით, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი კა­ნონს არ­ღვევს და მა­მას თა­ვი­სი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მისი თქმით, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას, რათა მა­მას მი­ე­ცეს მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, კა­ნონ­ში ამ კუ­თხით ხარ­ვე­ზია და ამი­ტომ მშობ­ლის უფ­ლე­ბა ირ­ღვე­ვა, თვლის, რომ ის ხარ­ვე­ზი უნდა გა­მოს­წორ­დეს:

– ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილს, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ შვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლოს, თუმ­ცა ამის აღ­სრუ­ლე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ბავ­შვის დედა, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობთ, რომ მან თა­ვის თავს უნდა აჯო­ბოს და იმოქ­მე­დოს ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

აქვე ხაზ­გას­მით მსურს აღ­ვნიშ­ნო, რომ არა მარ­ტო ამ კონ­კრე­ტულ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ, ზო­გა­დად, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ჭი­რო­ებს დახ­ვე­წას და მეტ სი­ცხა­დეს, რათა ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ არ და­ზი­ან­დეს რო­მე­ლი­მე მშობ­ლის ინ­ტე­რე­სი. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დღეს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის, რო­გორც მა­მის, ინ­ტე­რე­სე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით შე­ი­ნიშ­ნე­ბა ხარ­ვე­ზი მსგავ­სი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ალი­მენ­ტის სა­კითხს. მა­მას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­კის­რა მისი აღ­სრუ­ლე­ბა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ასე­ვე მო­სა­მარ­თლის სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­მო­ყო­ფილ დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი აღ­სრუ­ლე­ბა დღემ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა ჩვენ არ ვჩერ­დე­ბით და ყვე­ლა გზას ვე­ძებთ ამ სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი ბერ­კე­ტი გა­აჩ­ნია და, რე­ა­ლუ­რად, მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას. იმის გამო, რომ ნი­კო­ლო­ზის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და არ სურს, კვლავ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­დეს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, გვი­წევს გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა. რო­დე­საც ერთი მხა­რე არ მი­დის კომ­პრო­მის­ზე, მა­შინ მე­ო­რეს უწევს ამის გა­კე­თე­ბა.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თვით­ნე­ბუ­რად, ბავ­შვთან მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა არა მარ­ტო ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილს, არა­მედ, მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს და მა­მის მხრი­დან ბავ­შვის ყვე­ლა ნა­თე­სავს..გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა