„ნიკაგვარამიას ფაქტორი ცალკე დარჩენილ ყოფილ ნაციონალებზე ძალიან კარგად იმუშავებს ორი მიზეზის გამო… “

ანი დვალიშვილი
ნაციონალური მოძრაობის გარდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯეერაც ვერ გარკვეულა, რას იზამს მომდევნო არჩევნებზე, გაერთიანდება, ცალკე გავა… მხოლოდ „ლელო“ ამბობს, ცალკე ვიქნებით და ხელისუფლებაშიც მოვალთო, მაგრამ გვეეჭვება, გუნდის ლიდერებს გულის სიღრმეში ამ ყველაფრის სჯეროდეთ. თუ სჯერათ, მაშინ ძალიან გულუბრყვილოები ყოფილან და თუ არ სჯერათ… აბა, იმას ხომ არ იტყვიან, არჩევნებში მესამე ადგილზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მაგარი შედეგი იქნებაო. დამოკლეს მახვილივით დაკიდებული 5%-იანი ბარიერი კი, ყველა დანარჩენს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და ეს ურეიტინგო, მაგრამ გამოცდილმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან.
არის კიდევ ერთი, საინტერესო გამოსავალი. თებერვალში, ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადებას გააკეთებს და ძალიან, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ დამფუძნებელ ყრილობაზე მის გვერდით ც იდგეს. გვარამიას ფაქტორი ცალკე დარჩენილ ყოფილ ნაციონალებზე ძალიან კარგად იმუშავებს ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, არავინ დაიჯერებს, რომ გვარამია სააკაშვილის წინააღმდეგ წავა და მასთან მისასვლელ ყველა გზას მოიჭრის და მეორეც, ის ძალიან ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს ხვდება და დასავლეთიდან არც თუ ცუდი მხარდაჭერა აქვს. ეს ყველაფერი გაზაფხულამდე უნდა გაირკვეს და დალაგდეს, რადგან გაზაფხულზე, საჭიროების შემთხვევაში, ახალმა ძალამ, ქუჩაში ხალხის გამოყვანა და ამომრჩეველთა ოდენობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ამას აუცილებლად გააკეთებენ და როგორც გვეუბნებიან, მცირე მიზეზიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნიკა მელიამ მხარდამჭერები რუსთაველის მოედანზე გამოფინოს და ამით, ყველას დაუმტკიცოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
აი, ხელისუფლებას კი, მელიას გასანეიტრალებლად არაფერი ახლის მოგონება არ სჭირდება, მასზე მარტივად იტყვის, რომ ის ნაციონალია და პარლამენტში მოხვედრას სწორედ ნაციონალების საამებლად ცდილობს, რომ მათ მხარეს იქნება, რომ ხაბეიშვილთან ომი უბრალოდ დადგმული იყო, რათა მხარდამჭერები არ დაეკარგათ და… დაახლოებით იგივე სცენარია, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ შემთხვევაში. მმართველი გუნდი, ჯერ ვერ თუ არ გარკვეულა, რას უპირებს სთვის „ხალხის ძალას“ და გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. „ხალხის ძალაში“ გადასული დეპუტატები პარლამენტარის მანდატს გარანტირებულად ითხოვენ და მათ შორის, როგორც წონიანი ფიგურები და უშუალოდ ივანიშვილის მეგობრები, ისე პარტიის შავი თუ თეთრი სალაროს სოლიდური შემწირველებიც არიან.
მანამდე კი… მანამდე თავისუფლად შეგვიძლია პოპკორნი მოვიმარაგოთ, რადგან პირველივე საპარლამენტი სესიაზე ოპოზიცია მორიგი შოუს დადგმას აპირებს. შოუების წინააღმდეგი წინასაარჩევნოდ არც მმართველი გუნდია და დაგვიჯერეთ, თვალსასეირო სანახაობები გველის. ჰო, მუშტი-კრივი აუცილებლად იქნება და უკან არცერთი მხარე არ დაიხევს. ერთი ეგაა, მანდატურის სამსახურს დაადგება ჯაფა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, კონკრეტულ მომენტში პარლამენტარებს ისინი ერთმანეთზე წუთით თუ არა, 30 წამით მაინც მიუშვებენ. რატომ? ასეთია გადაწყვეტილება და იმიტომ…