ნიდერლანდურმა და სინგაპურულმა სავაჭრო კომპანიებმა ვენესუელის ნავთობზე პირველი გარიგებები ამერიკელებზე ადრე გააფორმეს – Reuters
ვენესუელური ნავთობის ექსპორტზე სინგაპურულმა და ნიდერლანდურმა საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებმა პირველი გარიგება ამერიკელებზე ადრე დადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, შექმნილ რეალობაში, აშშ მთავრობა სწორედ ჰოლანდიურ Vitol-სთან და სინგაპურულმა Trafigura-ნ თანამშრომლობას განიხილავს, რადგან მათ ვენესუელიდან ნავთობის უფრო სწრაფად გამოტანა შეუძლიათ, ვიდრე ამერიკულ ენერგოგიგანტებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი, ვენესულის დროებითი პრეზიდენტის დელსი როდრიგესის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამიტომაც ამერიკული მხარე ადგილობრივი ნავთობის გაყიდვას ჩქარობს.
უახლოეს დღეებში ვაშინგტონი და კარაკასი 2 მილიარდიან შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის ფარგლებშიც 50 მილიონ ბარელამდე ნედლეული აშშ-ის რეფინერებსა და სხვა მყიდველებზე გაიყიდება, აღნიშნული ნავთობი აქამდე ნავთობტანკერებსა და საცავებში იყო დაბლოკილი.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, “ვენესუელური ნავთობის თავდაპირველი ბარელების უზრუნველყოფა და გაყიდვა რეკორდული სისწრაფით განხორციელდა, როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელური ხალხის სარგებლისთვის.”
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ეკონომიკა მთლიანად ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ტრამპის მიერ დაწესებული ბლოკადის გამო, ქვეყანა შემოსავლების გარეშე დარჩა.




