ნიდერლანდის მთავრობა კრიზისშია ისრაელის საწინააღმდეგო არეულობის შემდეგ

პარასკევს ნიდერლანდის მთავრობა შეიკრიბა საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას ს საწინააღმდეგო პროტესტს მიეძღვნა. შეხვედრას მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შემავალი პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ახალი სოციალური ხელშეკრულების” (NSC) თავმჯდომარემ, ნორა ახახბარმა განაცხადა, რომ მთავრობას ტოვებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მემარჯვენე პოლიტიკოსმა, მმართველი კოალიციის ლიდერმა, გეერტ ვილდერსმა არეულობები მაროკოელ ემიგრანტებს დააბრალა და მათი დეპორტაცია მოითხოვა. მაროკოში დაბადებულმა ნორა ახახბარმა ვილდერსს რასიზმში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მასთან ერთად იმავე მთავრობაში მუშაობას ვერ გააგრძელებს.

ახახბარს მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა ფრანს ტიმერმანსმა. “რასისტული განცხადებები ნორმალურია ამ მთავრობაში. ეს მთავრობა არ არის ყველა ჰოლანდიელისთვის”, – განაცხადა ტიმერმანსმა.

თუ პარტია NSC-ის სხვა წევრებიც დატოვებენ კოალიციას, ამან შეიძლება მთავრობის კოლაფსი გამოიწვიოს.
8 ნოემბერს ამსტერდამში ისრაელის კლუბ თელ-ავივის “მაკაბისა“ და ნიდერლანდის „აიაქსს“ შორის გამართული ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს. ზოგ თავდამსხმელს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები. თავდამსხმელებმა იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ.

ისრაელის გუნდის რამდენიმე ქომაგი, რომელმაც დანით ჭრილობა მიიღო, საავადმყოფოში მოხვდა.
არეულობის შემდეგ პოლიციამ დააკავა 57 ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ნიდერლანდში ორი თვითმფრინავის გაგზავნის ბრძანება გასცა, ამსტერდამიდან ისრაელის მოქალაქეების სასწრაფოდ წამოსაყვანად. მან ნიდერლანდის ხელისუფლებას სამართალდამრღვევების მიმართ „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ