ნიდერლანდის არჩევნებში გამარჯვებულ მემარჯვენე პოპულისტს მთავრობის შექმნის სურვილი აქვს

ნიდერლანდში გამართული საპარლამენტო ს წინასწარი შედეგების მიხედვით გამარჯვებულმა ხეერტ ვილდერსმა გამოაცხადა, რომ მთავრობის შექმნა სურს.
ნიდერლანდის ტელევიზიას მან უთხრა, რომ ამომრჩეველმა თავისი სიტყვა თქვა.
მაგრამ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად მას დასჭირდება სულ მცირე ორი კოალიციური პარტნიორი. ამ ეტაპზე არ არის ცხადი, შეძლებს თუ არა ის მათ მოპოვებას. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მთავარი კანდიდატი, ყოფილ ევროკომისარი, ფრანს ტიმერმანი გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. მან მიმართა მხარდამჭერებს, დაიცვან მიგრანტების და მუსლიმების უფლებები.
ვილდერსს გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროპის მემარჯვენე პოპულისტური პატიების წარმომადგენლებმა. მათ შორის არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, , გერმანიის პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარე ვაიდელი, ასევე იტალიის „ლიგის“ მდივანი, მატეო სალვინი და მარინ ლე პენი საფრანგეთიდან.
მოელიან, რომ ნიდერლანდის მთავრობის შექმნა რთული პროცესი იქნება. ვილდერსის „პარტია თავისუფლებისთვის“ წინასწარი შედეგებით დაეპატრონა 150 ადგილიდან 37-ს, რაც წინა არჩევნების შედეგზე ორჯერ მეტია. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების კავშირმა 25 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზეა მემარჯვენე-ლიბერალური სახალხო პარტია (24 მანდატი) და მას მოჰყვება ახალი, პიტერ ომციგტის პარტია „ახალი საზოგადოებრივი ხელშეკრულება,“ 20 ადგილით.