ნიდერლანდებმა შესაძლოა აკრძალოს “ვეიპების”, ანუ ელექტროსიგარეტებისა და სიგარეტის მოწევა 21 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ინიციატივა ნიდერლანდების ფსიქოლოგთა ინსტიტუტის (NIP) დამოკიდებულების ფსიქოლოგიის ექსპერტებმა წამოაყენეს. ამ დროისთვის, კანონით, თამბაქოს შეძენა ნებადართულია 18 წლიდან.
ნიდერლანდები მიზნად ისახავს აღზარდოს თაობა, რომელიც არ მოწევს 2040 წლისთვის. მაგალითად, უკვე განიხილავენ ფილტრიანი სიგარეტის სრულად აკრძალვის შესაძლებლობას.
მეცნიერები თვლიან, რომ ქვეყანას ამ მიზმის მიღწევაში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის გაყიდვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდა დაეხმარება. თავის მხრივ, ოფიციალურმა პირებმა, ამ ტიპის საქონელზე გადასახადების გაზრდა და მოწევის საშიშროების შესახებ ეროვნული კამპანიის გააქტიურება დააინიცირეს.
მოწევა ნაადრევი სიკვდილის საერთო მიზეზია ევროკავშირში, ყოველწლიურად 700 000 ადამიანის სიცოცხლეს იღუპება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნა მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს – მაგალითად, ლატვიამ უკვე გადაწყვიტა, არ მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი და მისი შემცვლელი (მაგალითად, “ვაიპები”) 20 წლამდე ასაკის პირებს.