ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ამსტერდამში, საერთაშორისო ფესტივალის „Amsterdam Wine Festival“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„გამოფენის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 8 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 14 ქვეყანაში 20 გამოფენა/ფესტივალსა და 145 დეგუსტაცია-სემინარზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.