ნიდერლანდებში დიდი ზომის ფოიერვერკი იარაღად ითვლება
ნიდერლანდებში პროფესიონალური ფოიერვერკი იარაღს გაუთანაბრეს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პიროტექნიკის ნებართვის გარეშე შენახვისთვის შესაძლოა მფლობელი ციხეში აღმოჩნდეს.
საუბარია ისეთ ფოიერვერკებზე, რომლებიც ქმნიან აფეთქებებს დიდ სიმაღლეზე და დიდი ზომისაა. ნიდერლანდების ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ასეთი ფეიერვერკები სიმძლავრით ხელყუმბარის მსგავსია. ამ კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენების უფლება, მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს და გაწვრთნილ პერსონალს შეუძლიათ.
ევროპის ბევრი ქვეყანა ფოიერვერკის მიმართ დამოკიდებულებას გადახედავს, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში. ამ გზით, ისინი იმედოვნებენ, რომ შეამცირებენ დაზიანებების რაოდენობას ფოიერვერკის გაშვების დროს და აღმოფხვრიან შიშს ცხოველებსა და ფრინველებში, რომლებსაც ძალიან აშინებს პიროტექნიკის ხმები. გარდა ამისა, ეს ხელს შეუშლის ჰაერში მავნე ნივთიერებების წვას.