ნიდერლანდებმა ჩეხეთს უკრაინისთვის DITA-ს 9 ჰაუბიცა დაუკვეთა

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ ჩეხეთს DITA-ს უახლესი 9 ჰაუბიცა დაუკვეთა, რომელთა გადაცემასაც ქვეყანა უკრაინისთვის აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ DITA-ს ჰაუბიცა თანამედროვე სისტემაა, რომელსაც ათეულობით კილომეტრის დაშორებით მყოფ სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლია.
ს ძალიან სჭირდება ეს იარაღი. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა ახლახან შეუკვეთა ცხრა ასეთი ჰაუბიცა უკრაინისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე ნიდერლანდებმა ჩეხეთს MR-2-ის ტიპის 100 საზენიტო იარაღიც შეუკვეთა, ხოლო -სა და სთან ერთად T-72-ის მოდელის 100 ტანკის მოდერნიზება შეძლო.
ნიდერლანდების ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინასთან უსაფრთხოების 10-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას.
ამასთან, ქვეყანა ნიდერლანდები შეუერთდა სამხედრო კოალიციას, რომელიც უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების მოწინავე ტექნოლოგიას მიაწვდის.