ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ ს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცეს.
„პირველად შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ პირველი ნიდერლანდური F-16-ები უკრაინას გადაეცა“, – დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა აუცილებელი ნაბიჯი იყო.
„ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში ვნახე რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად მიღებული ზიანი და ხშირად მესმოდა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის ხმა“, – აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.
მისი განმარტებით, 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16 -ები უახლოეს თვეებში ჩავა უკრაინაში.
ცნობისთვის, რუბენ ბრეკელმანსი გუშინ მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და და ხარკოვი მოინახულა.

ასევე დაგაინტერესებთ