ნიდერლანდებმა კომპანია Clearview AI 30,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ნიდერლანდებში მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა 30,5 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა ამერიკულ კომპანია Clearview AI-ს, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, შეადგინა მილიარდობით ადამიანის ფოტოების უკანონო მონაცემთა ბაზა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ჰოლანდიური ტელეკომპანია NOS იტყობინება.
მონაცემთა დაცვის მარეგულირებლის ხელმძღვანელის ალეიდ ვოლფსენის თქმით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია სახის ამოცნობაში, შეაგროვა არალეგალური მონაცემთა ბაზა ადამიანების მილიარდობით ფოტოთი. მან აღნიშნა, რომ სურათები ინტერნეტიდან არის მოპოვებული.