ნიდერლანდებმა კომპანია Clearview AI 30,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ნიდერლანდებში მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა 30,5 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა ამერიკულ კომპანია Clearview -ს, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, შეადგინა მილიარდობით ადამიანის ფოტოების უკანონო მონაცემთა ბაზა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ჰოლანდიური ტელეკომპანია NOS იტყობინება.
მონაცემთა დაცვის მარეგულირებლის ხელმძღვანელის ალეიდ ვოლფსენის თქმით, ს კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია სახის ამოცნობაში, შეაგროვა არალეგალური მონაცემთა ბაზა ადამიანების მილიარდობით ფოტოთი. მან აღნიშნა, რომ სურათები ინტერნეტიდან არის მოპოვებული.