ნიდერლანდებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ნიდერლანდებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები, იტამარ ბენ-გვირი და ბეზალელ სმოტრიჩი ღაზაში „ეთნიკური წმენდის“ მოწოდების გამო ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ.
ასევე, ღაზის სექტორში არსებული „გაუსაძლისი“ ვითარების გამო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ დააწესეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში