ნიდერლანდების მთავრობა მომავალი წლისთვის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 700 მილიონ ევროს გამოყოფს.
მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდები უკრაინისთვის ყოველწლიურად, დახმარების სახით, დაახლოებით, 3.5 მილიარდ ევროს გამოყოფს, თუმცა, წელს მომავალი წლის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ევრო უკვე დახარჯულია. სწორედ ამ მიზეზით, „მწვანეთა“ და „ლეიბორისტული პარტიების“ ალიანსმა 2026 წლის ბიუჯეტის შევსება შესთავაზა.




