ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია 22 დეკემბერს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ გაავრცელა.
“დღეს პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მომზადდეს პირველ ეტაპზე 18 ერთეული F-16-ის ტიპის საბრძოლო ხომალდი უკრაინისთვის გადასაცემად” – დაწერა მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter).
მარკ რუტეს თქმით, ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
როგორც ცნობილია, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისთვის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს საექსპორტო ნებართვაა საჭირო და რუტეს ცნობით, მსგავსი ბიუროკრატიული საკითხებისთვის გეგმა უკვე გაწერილია.