ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებას რთავს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. რუბენ ბრეკელმანსმა სხვა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, მათ მაგალითს მიჰყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას