ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ნიდერლანდები უკრაინის აღდგენის მიზნით 300 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინის აღდგენის მიზნით 300 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპერ ველდკამპი ავრცელებს.
უკრაინის დაჩოქებას მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ცდილობს. ის 3,5 წელია უკრაინის საზოგადოებისა და ეკონომიკის განადგურებას ცდილობს. ნიდერლანდები უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღდგენისთვის 2025 და 2026 წლებში 300 მილიონ ევროს გამოყოფს“, – აცხადებს კასპერ ველდკამპი.
მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა უკრაინის აღდგენას ხელს შეუწყობს და აღდგენის ხარჯებს შეამცირებს.
ასევე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე დაგეგმილ კონფერენციაზე, ნიდერლანდები და ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომლის მიზანსაც „უკრაინასთან პარტნიორობის ფონდისთვის“ გრანტების პროგრამის გაგრძელება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ